თვითმმართველობის არჩევნები 2017

მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 7-პუნქტიანი წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა

ტაბულა

ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წინასაარჩევნოდ 7-პუნქტიანი პროგრამა წარმოადგინა. 

  1. ქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკა
  2. სატრანსპორტო პოლიტიკა
  3. ეკოლოგიური პოლიტიკა
  4. სოციალური პოლიტიკა
  5. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა
  6. ეკონომიკური პოლიტიკა
  7. მართვის პოლიტიკა

"ჩვენ დამუშავებული გვაქვს თბილისის, მისი ყველა უბნის განვითარების პროგრამა. ჩემი მერობის პირობებში დადგინდება სტანდარტები, სამშენებლო, ეკოლოგიური, სატრანსპორტო და ყველა სხვა ძირითადი მიმართულებით. ჩვენი მიზანია, განვითარება დაინახოს თბილისის თითოეულმა მოქალაქემ და სიცოცხლით სავსე იყოს დედაქალაქის ყველა უბანი. კონკრეტულად ეს პოლიტიკები, რომლებიც მე ჩამოვთვალე, არის ჩვენი პროგრამის ძირითადი მიმართულებები. მომავალი დღეების განმავლობაში მე ვგეგმავ თითოეულ პოლიტიკაზე გავშალოთ თემა და წარმოგიდგინოთ კონკრეტული პროექტები, თუ რა გაკეთდება მომავალი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისელების თანადგომით, ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ ძალიან სწრაფად, ძალიან მალე მოვახერხებთ იმას, რომ ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი თბილისი, იყოს სიცოცხლით სავსე ქალაქი,"- ამბობს კახა კალაძე. 

კომენტარები