თვითმმართველობის არჩევნები 2017

ელისაშვილი: ცესკო-მ 1 კვირაში 10 000 ხელმოწერის შეგროვება მოითხოვა, ეს უსამართლოა

თეორემა/ტაბულა

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერობის არჩევნებში კენჭის საყრელად 1 კვირაში 10 000 ხელმოწერის შეგროვება მოსთხოვა. ელისაშვილის თქმით, რომ ცესკოს ეს გადაწყვეტილება უსამართლო და გულდასაწყვეტია, რადგან მათ შეეძლოთ მისთვის 1 თვე მიეცათ. 

"რა თქმა უნდა, ეს არის ხრიკი. აგვისტოს ბოლოა, ყველა ქალაქიდან წასულია და, ალბათ, ივარაუდეს და, რა თქმა უნდა, მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ეს ხელისუფლებასთან შეთანხმებულია, ეს მაიმუნობა. ქალაქიდან ხალხი გასულია და 10 000 ხელმოწერის შეგროვება არცთუ მარტივი ამბავია და იფიქრეს, რომ ჩემს პარალიზებას მოახდენენ და ამით ამომაგდებენ,"- ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

თუმცა, ელისაშვილის თქმით, თვითონ და მისი მხარდამჭერები დილიდან არიან მეტროებთან მობილიზებულები და ცდილობენ შეაგროვონ ხელმოწერები. 

"პრინციპში, შეუძლებელი უნდა შევძლოთ,"- ამბობს ელისაშვილი და მადლობას უხდის ყველას, ვინც მოხალისედ ჩაერთო ხელმოწერების შეგროვების პროცესში. 

კომენტარები