თვითმმართველობის არჩევნები 2017

კალაძე: ვიმუშავებთ იმაზე, რომ გადაადგილება ქვეყანაში წარმოებული ავტობუსებით მოხდეს

gov.ge

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ის იმუშავებს იმაზე, რომ თბილისელების გადაადგილების უზრუნველყოფა ქვეყნაში წარმოებული ავტობუსებით მოხდეს. 

ამის შესახებ მან დღეს წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა

"იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მომავალი წლების განმავლობაში, ძალიან დიდი რაოდენობის ავტობუსების შეძენა მოგვიწევს, ვიმუშავებთ იმაზე, რომ ამ ავტობუსების აწყობა-წარმოება საქართველოში მოვახერხოთ და თბილისელების გადაადგილების უზრუნველყოფა ქვეყანაში წარმოებული ავტობუსებით მოხდეს,"- ამბობს მერობის კანდიდატი. 

კალაძესვე თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში, შეიქმნება ქალაქის სატრანსპორტო სტრატეგია. 

კომენტარები