თვითმმართველობის არჩევნები 2017

"ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულმა საქართველომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პარტიის გეგმები და დაპირებები სტუმრებს მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ გააცნო.

ელენე ხოშტარიას თქმით, პროგრამა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა სოციალური და დასაქმების, ეკოლოგიის, გზებისა და ავარიული ნაგებობების კუთხით არსებული პრობლემების მოგვარება.

ხოშტარიას მოსაზრებით, სოციალურ საჭიროებებზე 200 მილიონი ლარი უნდა წარიმართოს, რის საშუალებასაც, მისივე თქმით, დედაქალაქის არსებული ბიუჯეტი იძლევა. პროგრამაში გათვალისწინებულია სოციალური დახმარებისა და პენსიის 50-ლარიანი ზრდა.

პროგრამაში, მათ შორის, გათვალისწინებულია სამუშაო ადგილების ზრდა და გარემოს მოწესრიგება.

ხოშტარიას თქმით, მისი პროგრამით, ქალაქის ცენტრიდან სატვირთო რკინიგზას გადაიტანენ, რომელიც ქალაქის დაბინძურების ერთ-ერთი წყაროა. ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატის გეგმით, ამ ადგილას 150 ჰა გათავისუფლდება.

ელენე ხოშტარიას პროგრამის წარდგენა სრულად:

 

კომენტარები