თვითმმართველობის არჩევნები 2017

პრემიერი: არჩვენები იქნება გამჭვირვალე და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი

ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები, რომელსაც ჩვენ ვუახლოვდებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მოწოდებული ვართ, ჩვენი ხელისუფლება, როგორც მთავრობა ისე პარლამენტი, რომ არჩევნები იყოს გამჭვირვალე, აბსოლუტურად კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს ისევე როგორც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს. ჩვენ დავამკვიდრეთ ძალიან დიდი სტანდარტი. ეს არჩევნები, რომელიც ოქტომბერში გველის იქნება გამჭვირვალე, თანამედროვე, დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი.

კომენტარები