თვითმმართველობის არჩევნები 2017

ევროპულმა საქართველომ საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ევროპული საქართველო

ევროპულმა საქართველომ საბურთალოს მოსახლეობას მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები საბურთალოზე მარიამ რამინაშვილი და აკაკი კილასონია იქნებიან. მოსახლეობას კანდიდატები პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ წარუდგინა.

ყველა რაიონსა და ყველა ქალაქში ნელ-ნელა იბარტყეს ახალმა ოლიგარქებმა. თითქმის ყველა მაჟორიტარი, და ამას ჩვენ კონსტიტუციის განხილვისასაც ვხედავთ, გადაიქცნენ ფეოდალებად. თბილისში ჯერ კიდევ არის თავისუფალი სივრცე ამ კუთხით.  მარიამ რამინაშვილი არის ძალიან გამოცდილი ადამიანი, რომელიც განათლების სფეროში მუშაობდა. ასევე აკაკი კილასონია, რომელიც იქნება წვრილი და საშუალო ბიზნესის ხმა.“ - ამბობს უგულავა.

ქალაქში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ. 

„აქ არის გასაკეთებელი რამდენიმე კონკრეტული რამე. პირველი ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ასევე ჩვენ უნდა შევქმნათ ფეხით სასიარულო სივრცეები, რომელიც მნიშვნელოვანია არამხოლოდ სასერინოდ ქალაქში, არამედ ეს ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას და სამშაო ადგილების შექმნას.“- ამბობს ხოშტარია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ან 22 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები