თბილისის მერობის კანდიდატს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხვალ, 12:00 საათზე წარადგენს. როგორც ცნობილია, თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის პარტიის სახელით აწ უკვე ყოფილი ტელეწამყვანი ზაალ უდუმაშვილი იბრძოლებს.
როგორც ტაბულას პარტიაში უთხრეს, წარდგენა ვახტანგ გორგასლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.