თვითმმართველობის არჩევნები 2017

კობახიძე: თბილისის მერობის კანდიდატურაზე ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თბილისის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული.

"ჯერჯერობით კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს. იყო გარკვეული წინასწარი ინფორმაცია გაჟღერებული, თუმცა, ჩვენ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ოფიციალურად წარვადგინოთ ჩვენი კანდიდატი. ეს მოხდება მოგვიანებით და ამის შემდეგ გვეცოდინება, თუ ვინ იქნება "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი. ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ. ეს ინფორმაცია გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის მას შემდეგ, რაც კანდიდატი ოფიციალურად იქნება დასახელებული“, - თქვა კობახიძემ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის დასახელებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.

ამ დროისთვის ცნობილი "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულ საქართველოს" კანდიდატია. ის ელენე ხოშტარიაა.

კომენტარები