თვითმმართველობის არჩევნები 2017

ევროპული საქართველო თბილისის მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარიას წარადგენს

მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველო თბილისის მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარიას წარადგენს. ამის შესახებ პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე გახდა ცნობილი. ევროპული საქართველოს არჩეული თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, სწორედ ელენე ხოშტარიამ მიიღო მანდატი, წარმოადგენდეს მათ მოძრაობას თბილისის მერის არჩევნებზე.

"ის დიდი ხანია არ არის, რაც პოლიტიკაშია, მაგრამ იმედი მაქვს, ის დიდი ხანი იქნება პოლიტიკაში, რადგან ასეთი ადამიანები სჭირდება ქვეყანას" - თქვა ბაქრაძემ.

კომენტარები