ემანუელ მაკრონი

მაკრონი: მეუღლეზე რომ 20 წლით უფროსი ვყოფილიყავი არავინ არაფერს იტყოდა, ეს მიზოგინიაა


ფოტო: Reuters

არჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ფრანგულ საზოგადოებაში არსებულ მიზოგინიას უკავშირებს მითქმა-მოთქმას მის ოჯახთან დაკავშირებით. მაკრონი Le Parisien-თან საუბარში ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ის იქნებოდა მეუღლეზე 20 წლით უფროსი მათი ოჯახის ლეგიტიმურობაზე არავის არცერთი კითხვა არ გაუჩნდებოდა.

"მე რომ მასზე 20 წლით უფროსი ვიყო ჩვენი ოჯახის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არავის არცერთი კითხვა არ გაუჩნდებოდა. სწორედ იმიტომ რომ ის ჩემზე 20 წლით უფროსია ადამიანები ამბობენ, რომ ეს კავშირი შეუძლებელია. ეს მიზოგინიაა", - ამბობს მაკრონი.

არჩეული პრეზიდენტის მეუღლე ბრიჯიტ ტრონიე მაკრონისთან შედარებით 24 წლით უფროსია. მომავალმა პრეზიდენტმა ბრიჯიტ ტრონიე 15 წლის ასაკში, სკოლაში გაიცნო. წყვილი 2007 წელს დაოჯახდა, ამ დროს მაკრონი თითქმის 30-ის ტრონიე კი 54 წლის იყო. 

ემანუელ მაკრონმა არჩევნების მეორე ტურში ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი ხმათა 66%-ით დაამარცხა. მაკრონის ხმა საფრანგეთის 20.7-მა მილიონმა მოქალაქემ მისცა.

კომენტარები