ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოქვეყნა, რომელშიც რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ იმსჯელა.
"პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოავლინა გამბედაობა, როდესაც მიიღო აშშ-ს წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ახლა რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ მართლაც სურს მშვიდობა.
საკმარისი სიკვდილია.
საკმარისი განადგურებული სიცოცხლეა.
საკმარისი ნგრევაა". – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
მაკრონმა ასევე დაწერა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში გარკვეულ პირობებზე უნდა დათანხმდეს:
"იარაღი უნდა დადუმდეს. მხეცობა და საბოტაჟი უნდა შეწყდეს. დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. ეს არის პირობები, რომლებიც რუსეთმა უნდა შეასრულოს. და დარწმუნებული ვარ ტრამპი ამ საქმის ერთგულია".
საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით საჭიროა სამშვიდოო გეგმა, რომელიც რუსეთს უკრაინაზე ახალი იერიშისგან შეაკავებს.
"ახლა ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად წინ უნდა ვიაროთ, რომ წარმოვადგინოთ კონკრეტული სამშვიდობო გეგმა. სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინას საიმედო უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს. სამშვიდობო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს მყარ მშვიდობას უკრაინასა და ევროპაში. სამშვიდობო გეგმა, რომელიც საშუალებას არ მისცემს რუსეთს ხელახალი თავდასხმისთვის". – წერია მაკრონის პოსტში.





