ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპის მიერ NATO-ს შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
6 მარტს, ტრამპმა ეჭვის ქვეშ დააყენა NATO-ს წევრი ქვეყნების ეფექტურობა, აშშ-ს პრეზიდენტმა მაგალითისთვის საფრანგეთი მოიყვანა:
"დავუშვათ აშშ-ს გაუჩნდა რამე პრობლემა და დახმარებისთვის საფრანგეთს ან სხვა ქვეყნებს მივმართეთ. გგონიათ მოვლენ და დაგვეხმარებიან? არ ვარ ამაში დარწმუნებული". – თქვა ტრამპმა.
"ჩვენ ერთგული მოკავშირეები ვართ". - ამ სიტყვებით უპასუხა მაკრონმა ტრამპს ბრიუსელში გამართული საგანგებო სამიტის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აქვს "პატივისცემა და მეგობრული განწყობა აშშ-ს მიმართ" და "იგივე ელის ამერიკისგანაც".
"ჩვენ ყოველთვის ვიყავით ერთმანეთის გვერდით". – მაკრონმა მაგალითებად მოიყვანა გენერალი მარკიზ დე ლაფაიეტი, რომელიც აშშ-ს დამოუკიდებლობისთვის ომში იბრძოდა და 1944 წელს ნორმანდიაში მოკავშირეების ჯარის გადმოსხმა.





