ემანუელ მაკრონი

ემანუელ და ბრიჟიტ მაკრონი უჩივიან პოდკასტერს, რომელიც ამბობს, რომ ბრიჟიტი კაცი იყო

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და პირველი ლედი, ბრიჟიტ მაკრონი ამერიკელ მემარჯვენე პოდკასტერს, კენდეს ოუენსს ცილისწამებისთვის აშშ-ს სასამართლოში უჩივიან. 

ცილისწამების საჩივარი ეხება ოუენსის მიერ პოდკასტში და საკუთარ გადაცემებში წარმოთქმულ ბრალდებას, რომ ბრიჟიტ მაკრონი წარსულში შესაძლოა კაცი იყო. 

მაკრონების ადვოკატის მიხედვით,მიმდინარე წლის მარტში ოუენსმა Youtube-ზე გაავრცელა ვიდეო სახელწოდებით: “არის თუ არა საფრანგეთის პირველი ლედი კაცი?”. მას შემდეგ, ოუენსმა არაერთი ვიდეო ჩაწერა და აქტიურად ავრცელებდა კონსპირაციის თეორიას ბრიჟიტ მაკრონის შესახებ. 

ადვოკატმა CNN-თან თქვა, რომ ოუენსს ერთი წლის წინ მიმართეს თხოვნით, შეეწყვიტა ჭორის გავრცელება, თუმცა პოდკასტერმა უარი თქვა, რის გამოც პრეზიდენტმა და პირველმა ლედმა ჩივილი გადაწყვიტეს.

კომენტარები