თვითმმართველობის არჩევნები 2017

ნარმანია: მერობის კანდიდატი უნდა იცნობდეს ქალაქს და ჰქონდეს კომუნიკაციის უნარი

დავით ნარმანია
თბილისის მერია

თბილისის მერი დავით ნარმანია ამბობს, რომ თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გაიმართება კონსულტაციები და გუნდურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. კითხვაზე, "გაქვთ თუ არა სურვილი, რომ მეორე ვადით გახდეთ თბილისის მერი?" - ნარმანია პასუხობს, რომ "როგორი გადაწყვეტილებაც იქნება, იმას დავემორჩილები".

"იქნება კონსულტაციები, იქნება გუნდური გადაწყვეტილება და შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიხედვით იქნება კანდიდატი შერჩეული. რაც ყველაზე მთავარია, ვიცით, რომ კრიტერიუმები და მოთხოვნები ჩვენი გუნდის მხრიდან კანდიდატთან დაკავშირებით იქნება უცვლელი - კანდიდატი უნდა იყოს სამეურნეო საქმიანობაში კარგად გარკვეული, უნდა იცნობდეს ქალაქს, მის თავისებურებებს, მის სპეციფიკას, უნდა ჰქონდეს კომუნიკაციის უნარი", - თქვა თბილისის მერმა.

დღეს, ტაბულას ნიკა მელიამ დაუდასტურა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, შესაძლოა, თვითონ იყოს.

კომენტარები