თვითმმართველობის არჩევნები 2017

მელია: თბილისის მერობაზე ჩემი კანდიდატურა განიხილება, თუმცა, გადაწყვეტილი არ არის

Nika Melia/Fb.com

თბილისის მერობაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ნიკა მელიას კანდიდატურას განიხილავს - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას მელიამ დაუდასტურა. მისი თქმით, მერობის კანდიდატებს ენმ მაისის ბოლოს წარადგენს.

"ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილი არ აქვს პარტიას თბილისის მერობის კანდიდატი ვინ იქნება, მაგრამ მაისის ბოლოს, აუცილებლად გამოაშკარავდება - პოლიტიკური საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას და არამხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში დაასახელებს მერობის კანდიდატებს. გიდასტურებთ, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილება, თუმცა არ არის გადაწყვეტილი", - უთხრა ნიკა მელიამ ტაბულას.

ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატი 2014 წლის არჩევნებზეც იყო. ის არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა და თბილისის მერი დავით ნარმანია გახდა.

კომენტარები