თვითმმართველობის არჩევნები 2017

დავით უსუფაშვილი მისი ახალი პარტიის ფორმირების გრაფიკს 10 დღეში დაასახელებს

David Usufashvili Official/Fb.com

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მისი პარტიის ფორმირების გრაფიკს, არჩევნებში მონაწილეობის ფორმატს და თბილისის მერობის კანდიდატს უახლოეს დღეებში დაასახელებს. უსუფაშვილის თქმით, დაახლოებით 10 დღეში ექნება პრესკონფერენცია, სადაც ყველა პოლიტიკურ საკითხზე ისაუბრებს და ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს და კანდიდატიც უკვე შერჩეულია. 

"ეს მონაწილეობა იქნება იმ კონტექსტში, რომ პოლიტიკური ძალა მოემზადება 2020 წლის არჩევნებისთვის, ასევე მერობის კანდიდატთან დაკავშირებით კანდიდატურად კონკრეტულ პიროვნებას დავასახელებ. მე ვიქნები თუ სხვა, ამას მომავალში გაიგებთ. რაც შეეხება პარტიას, პარტიის მშენებლობის პროცესი ხანგრძლივი და სერიოზულია, მაგრამ ზოგადად პარტიის ფორმირების გრაფიკს, არჩევნებში მონაწილეობის ფორმას და მერობის კანდიდატს მალე პრესკონფერენციაზე დავასახელებ”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით და აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთ ყოფილ წევრ თინა ხიდაშელს უახლოეს ხანებში პოლიტიკური გეგმები არ აქვს.

დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა.

კომენტარები