საგანგებო სიტუაციების სამსახური

ლომისას ქედზე, ზვავში მოყოლილი ტურისტი მაშველებმა გადაარჩინეს

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, სერბი ტურისტი, 46 წლის მამაკაცი გადაარჩინეს.

უწყების ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112" -ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ლომისას ქედზე 4 ტურისტი ჩამოწოლილ ზვავში მოჰყვა, რა დროსაც ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა.

"შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე გაფრინდნენ. დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია. იგი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადმოიყვანეს", - აცხადებენ შსს-ში

კომენტარები