აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, მილიარდერმა დონალდ ტრამპმა ამ სტატუსით გაკეთებულ პირველ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ პრეზიდენტის წლიურ $400-ათასიან ხელფასზე უარს ამბობს. ამის შესახებ მან CBS-ის 60 წუთში განაცხადა.
ტრამპი ამ გადაწყვეტილებით ჰერბერტ ჰუვერისა და ჯონ კენედის შემდეგ მესამე პრეზიდენტი იქნება, ვინც ხელფასის აღებაზე უარს ამბობს.
დონალდ ტრამპი უძრავი ქონების მაგნატია, მისი ქონების ღირებულება, Forbes-ის შეფასებით, $3.7 მილიარდია, თუმცა თავად ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ქონება $6 მილიარდია.
კანონმდებლობის მიხედვით, ტრამპს ხელფასის აღება მაინც მოუწევს, თუმცა, წინამორბედების მსგავსად, სავარაუდოდ, მას საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაურიცხავს.





