აშშ

აშშ-ში დააკავეს სამხედრო, რომელმაც Polymarket-ზე მადუროს დაკავებაზე ფსონი დადო და $400 000 მოიგო

ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე უოლ-სტრიტის შვეულფრენების ასაფრენ მოედანზე
Kyle Mazza-CNP/Shutterstock

აშშ-ში დააკავეს ამერიკელი სამხედრო, რომელმაც, სავარაუდოდ, Polymarket-ზე კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენებით  ვენესუელის ყოფილი ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავებაზე ათობით ფსონი დადო და ჯამში $400 000 მოიგო.

38 წლის განონ კენ ვან დეიკი მადუროს დაკავების ოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობდა. მას ბრალად ედება კონფიდენციალური სამთავრობო ინფორმაციის უკანონოდ გამოყენება პირადი სარგებლისთვის და სხვა დანაშაულები.

პროკურორების განცხადებით, ვან დეიკის ფსონების საერთო თანხა 33 034 დოლარს შეადგენდა და საბოლოოდ მან 400 000 დოლარზე მეტი მიიღო.

ცნობისთვის, პლატფორმა Polymarket-ზე მომხმარებლებს ტრადიციული სპორტული შეჯიბრებების გარდა ფსონების დადება სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენის შესახებაც შეუძლიათ. მაგალითად, პლატფორმაზე ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემა აშშ-ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის თარიღია.

კომენტარები