გიორგი უძილაურის საქმე

სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] განცხადებით, ასაჯაროებენ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებების ნაწილს.

"ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრის დროს, ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი". - წერს სუს. 

უწყებას კადრების გასაჯაროებისკენ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში ივანიშვილის სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მოუწოდა

"მე შემიძლია ვთხოვო სუს-ს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს ვიდეო, მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს" - განაცხადა მდინარაძემ. 

გიორგი უძილაური კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 5 მაისს დაკავა. ის წარსულში ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო. უძილაურს ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის პოსტი ეკავა.

უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 მაისს შეეფარდა.

სამთავრობო პროპაგანდისტული რუსთავი 2 ავრცელებს ინფორმაციას, რომ "უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა". ტაბულას სუს-მა აღნიშნულ შეკითხვაზე არ უპასუხა. 

კომენტარები