კრიმინალი

საბურთალოზე მამაკაცი მოკლეს – ბრალდებული დაკავებულია

თბილისში, საბურთალოზე მამაკაცი მოკლეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები