პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-ს საზღვაო ძალების მდივანი, ჯონ ფელანი თანამდებობას ტოვებს, გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა.
პენტაგონის პრესპიკერმა, შონ პარნელმა ინფორმაცია X-ზე გაავრცელა.
"ომის მინისტრისა და ომის მინისტრის მოადგილის სახელით, მადლობას ვუხდით მდივან ფელანს დეპარტამენტისა და შეერთებული შტატების საზღვაო ძალებისთვის გაწეული სამსახურისთვის," - წერს პარნელი.
პოსტის მოვალეობის შემსრულებელი საზღვაო ძალების მდივნის მოადგილე ჰუნგ ცაო გახდება.
საზღვაო ძალებს ფელანის პოსტიდან გადადგომის მიზეზი არ დაუსახელებიათ, თუმცა ამერიკულ მედიებში წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ეს გემთმშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე უთანხმოების შედეგად მოხდა, რის შემდეგაც აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა ის პოსტიდან გაათავისუფლა.
აშშ-ირანის ომის განმავლობაში, არაერთმა მაღალმა რანგის სამხედრო ლიდერმა დატოვა თანამდებობდა.
ფელანამდე, ჰეგსეთმა არმიის შტაბის უფროსი რენდი ჯორჯი გაათავისუფლა.
მედია აღნიშნავდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰეგსეთი სწრაფად ცდილობს უწყების გარდაქმნას, ომის დროს გენერლის გათავისუფლება თითქმის უპრეცედენტოა.





