საქართველოს პარლამენტი

15 ნოემბერს გახდება ცნობილი, ვინ იქნება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

ქართული ოცნების დეპუტატის არჩილ თალაკვაძის თქმით, ხვალ გახდება ცნობილი, ვინ დაიკავებს ადამიანის უფლებათა და სპორტის კომიტეტების თავმჯდომარის პოსტებს.

"კონსულტაციები პრაქტიკულად დასრულდა. ხვალ, დღის განმავლობაში გავავრცელებთ ოფიციალურ განცხადებას და გავასაჯაროებთ, ვინ გაუძღვება მეცხრე მოწვევის პარლამენტში ამ ორ კომიტეტს. დანარჩენ ცამეტ კომიტეტთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებული და გასაჯაროებულია", - თქვა თალაკვაძემ.

კითხვაზე, დათანხმდა თუ არა მანანა კობახიძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობას, საპარლამენტო უმრავლესობის მომავალი ლიდერი პასუხობს, რომ "ხვალ გახდება ცნობილი".

მე-9 მოწვევის პარლამენტის სხვა კომიტეტებში თანამდებობები უკვე გადანაწილებულია. პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბერს გაიმართება.

 

კომენტარები