საქართველოს პარლამენტი

პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს, მათივე ცნობით, პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს  ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში.

"ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულ ორივე სესიაზე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა. ასევე, ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს". - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები