ტერორიზმი

ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი დაშავდა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებმა საკონსულოს შენობასთან დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. აფეთქება საკმაოდ ძლიერი იყო.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.

დაჯგუფება თალიბანის გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ თავდასხმა NATO-ს მიერ პროვინცია კუნდუზის დაბომბვის პასუხი იყო. გასული თვეში, კუნდუზში NATO-ს ავიადარტყმების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა.

ამჟამად საკონსულოს ტერიტორიაზე NATO-ს ძალები არიან მობილიზებული. მათი ცნობით, საკონსულოს შენობა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. 

ჩრდილოეთ ავღნეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისიას სწორედ გერმანია ხელმძღვანელობს.

კომენტარები