ტექდათვალიერება საშუალოდ 15-20 წუთი გრძელდება. მისი შედეგი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მომზადებული მიდის ავტომობილი ინსპექტირების ცენტრში. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მძღოლს 30 კალენდრული დღე ეძლევა გამოსასწორებლად, შემდეგ კი ხელახალი ვიზიტი და დამატებითი საფასურის გადახდაა საჭირო. ეს პრობლემა მარტივად მოსაგვარებელია, თუ მანქანის მძღოლი თავიდანვე სწორ პუნქტებზე გაამახვილებს ყურადღებას.
ვალდებულება ავტომობილის ასაკზეა დამოკიდებული. 4 წლამდე ასაკის ავტომობილს ტექდათვალიერება არ სჭირდება. 4-დან 8 წლამდე შემოწმება ყოველ 2 წელიწადში ერთხელაა სავალდებულო, 8 წლის ზემოთ კი – ყოველ წელს. სხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილ ავტომობილებზე ცალკე წესი მოქმედებს: განბაჟებიდან 30 კალენდრული დღის ვადაში ტექდათვალიერების გავლა სავალდებულოა.
ტექდათვალიერების მიზანია, დადგინდეს, ავტომობილი მძღოლისთვის, სხვა მგზავრებისა და გარემოსთვის მართლაც უსაფრთხოა თუ არა. ინსპექტირებისას მოწმდება ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა, საჭით მართვა, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა, ღერძები, საბურავები, გამონაბოლქვისა და CO-ის მაჩვენებლები და სხვა.
ყველაზე ხშირი მიზეზი, რის გამოც ავტომობილები ვერ გადის ტექდათვალიერებას, ის პუნქტებია, რომლებიც წინასწარ ადვილად გადასამოწმებელია. პირველი, რაც ყურადღებას საჭიროებს ფარები და შუქამრეკლებია. ნათურის გამოცვლა მარტივი ოპერაციაა. სამუხრუჭე ნათურების შემოწმება კი ერთი ადამიანის დახმარებითაცაა შესაძლებელი.
ხელის მუხრუჭი ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუ მოძრაობს ზევით-ქვევით ისე, რომ ძალისხმევა არ სჭირდება, სავარაუდოდ, პრობლემა უკვე არსებობს. ასევე, მძღოლმა ღვედი უნდა დაათვალიეროთ, წიააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი დაზიანება ხარვეზად ჩაითვლება. ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების ნაწილი მძღოლს დამოუკიდებლად შეუძლია,
შეამოწმოს, ნაწილი კი სერვისცენტრის გარეშე რთული პროცესია. სწორედ ამ ეტაპზე ჩნდება პრაქტიკული კითხვა: სად უნდა გაიაროს ავტომობილმა წინასწარი შემოწმება ისე, რომ ტექდათვალიერებაზე გასასვლელი ბარიერები შემცირდეს? K-Motors-ის სერვისცენტრებში ამ ოპერაციების გავლა ძალიან მარტივია.
ავტოსერვისების ჩამონათვალი ელექტრო სისტემების კომპიუტერულ დიაგნოსტიკას, სამუხრუჭე სისტემის შემოწმება-შეკეთებას, გამონაბოლქვისა და CO-ის მაჩვენებლების შემოწმებას, სავალი ნაწილის სრულ შემოწმება-შეკეთებას, საბურავების მონტაჟ- ბალანსირებასა და 3D რაზვალის გასწორებას მოიცავს.
კომპიუტერული დიაგნოსტიკაც ასევე საყურადღებოა. ბევრ ავტომობილს შეცდომის ინდიკატორი აქვს, რომლის შინაარსი ხშირად მძღოლმა არ იცის. ტექდათვალიერებაზე ეს ინდიკატორი ხარვეზად შეიძლება, ჩაითვალოს – ინსპექტორი მის არსებობას მარტივად მიხვდება. K-Motors-ში თანამედროვე დიაგნოსტიკური დანადგარები ამ ინდიკატორის კონკრეტულ მიზეზს ადგენს, საჭიროების შემთხვევაში კი, ხარვეზი გამოსწორდება.
კომპანიას თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ხუთი ფილიალი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ავტომობილის მფლობელისთვის სერვისი მარტივად ხელმისაწვდომია. აქვე შესაძლებელია საცხებ-საპოხი მასალებისა თუ სხვა პროდუქტისშეძენა.
ტექდათვალიერების პირველ ცდაზე გავლა მომზადებაზეა დამოკიდებული. ის ხარვეზები, რომლებიც ინსპექტირების ცენტრში ბარიერი ხდება, წინასწარი სერვისის გავლის შემდეგ ბევრად ადვილია გამოსასწორებელია.




