გაერო

გაეროს გენერალური მდივნის პოსტს ანტონიო გუტერეში დაიკავებს

გაეროს გენერალური მდივნის პოსტს ანტონიო გუტიერეში დაიკავებს. 

გუტერეში გენერალური მდივნის პოსტზე დღეს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა. ის პოსტს 2017 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე დაიკავებს. პორტუგალიელი გუტიერეში გენერალური მდივნის პოსტზე სამხხრეთ კორეელ პან გი მუნს შეცვლის, რომელსაც 2016 წლის 31 დეკემბერს პოსტზე ყოფნის ვადა ამოეწურება.

გუტიერეში გაეროს მე-9 გენერალური მდივანი იქნება. ცნობისთვის, გუტერეში პორტუგალიის პრემიერმინისტრი იყო 1995-2002 წლებში, 2005 წლიდან დღემდე კი ის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარია.

კომენტარები