ტერორიზმი

თურქეთში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა

AP

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. აფეთქება გზაზე მოხდა, სადაც სამხედროებით სავსე ავტობუსი გადაადგილდებოდა. სამივე დაღუპული სამხედრო იყო.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, თურქული მედიის ცნობით, აფეთქების უკან ქურთისტანის მუშათა პარტია დგას.

ქურთმა მებრძოლებმა თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლა გასული წლის ივლისში განაახლეს. 

კომენტარები