სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ 14:00 საათისთვის 33.84% შეადგინა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით თითქმის 8%-ით მეტია. 14:00 საათისთვის ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობა 847 226-ს შეადგენდა.
ამის შესახებ სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახლახან განაცხადა.
ცნობისთვის, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამ დროისთვის აქტივობა 26.82%-ს შეადგენდა.




