შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
"გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დღეს, სოფელ ატენში, გარდაცვლილი იპოვეს.
მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები". - ნათქვამია განცხადებაში.




