საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული

შაჰ - დენიზის მილსადენი
bp.com

2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით $834 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია. შემოსული ინვესტიციების 84% ათ უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანაზე მოდის. რეიტინგში ინვესტიციების 33%-ით ($283 მილიონით) პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, რაც შაჰ-დენიზის მილსადენის მშენებლობას უკავშირდება. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

  • 10) აშშ - $22 მილიონი
  • 9) კვიპროსი - $22.2 მილიონი
  • 8) ავსტრია - $22.4 მილიონი
  • 7) პანამა - $30 მილიონი
  • 6) სამხრეთი კორეა - $32 მილიონი
  • 5) ჩეხეთი - $38 მილიონი
  • 4) ნიდერლანდები - $42 მილიონი
  • 3) თურქეთი - $85 მილიონი
  • 2) გაერთიანებული სამეფო - $108 მილიონი 
  • 1) აზერბაიჯანი - $283 მილიონი

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საინვესტიციოდ ყველაზე მეტი მიმზიდველობით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა გამოირჩევა, აქ წლის პირველ ნახევარში $377 მილიონი ჩაიდო, შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი ($118 მილიონი) და ენერგეტიკა ($85 მილიონი). ენერგეტიკაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 2014 და 2015 წლებში მცირდებოდა, თუმცა 2016 წლიდან შემცირება ზრდამ შეცვალა. 

რამდენიმე სექტორში ინვესტიციების კლება შეიმჩნევა. 2015 წლის პირველ ნახევარში სამთომომპოვებელ სექტორში $64 მილიონი ჩაიდო, წელს კი სექტორში ჩადებული ინევსტიციების მოცულობა $23 მილიონია. დამამუშავებელ მრეწველობაში გასული წლის პირველ ნახევარში $36 მილიონი ჩაიდო, წელს კი ინვესტიციებმა $31 მილიონი შეადგინა. 

უმსხვილესი ინვესტორების სიაში მოხვდა ოფშორული ზონაც (პანამა). ქართული ბიზნესები ოფშორებს ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ.

საქსტატის მონაცემები წინასწარია და შესაძლოა შეიცვალოს.

კომენტარები