საქართველოს ეკონომიკა

ქვრივიშვილი: Eagle Hills-ის პროექტი ხელს შეუწყობს შრომითი მიგრაციის შემცირებას

პროექტს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა კომერციულ სივრცეებზე, ასევე გვექნება და   განვითარდება ახალი განთავსების ობიექტები, სასტუმროები, რესტორნები, რომლებიც სრულად მიმართული იქნება ადგილობრივი მეწარმეების ჩართულობაზე და თავისთავად, დასაქმების შესაძლებლობებზე. ჩვენ, ერთი მხრივ, უზრუნველვყოფთ იმას, რომ საქართველოს  მოსახლეობას ექნება ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა ამ პროექტის ფარგლებში და, მეორე მხრივ, დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ ეს პროექტი, თავისი მასშტაბურობით, ხელს შეუწყობს შრომითი მიგრაციის შემცირებას ჩვენი ქვეყნიდან [...]

[...] ვხედავთ მიზანმიმართულ ტყუილებს და მცდელობას, მიგრაცია დაკავშირებული იყოს ინვესტიციასთან. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში არსებობს მიგრაციის კანონი. მეტიც,  ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია მკაცრი პოლიტიკით უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით. ამდენად Eagle Hills-ის მასშტაბური ინვესტიციის ფარგლებში რისკი უკანონო მიგრაციის მიმართულებით ნულოვანია.

ამბობს მარიამ ქვრივიშვილი არაბულ ინვესტიციაზე.

ივანიშვილის ეკონომიკის სამინისტროს მტკიცებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერული კომპანია Eagle Hills საქართველოში - თბილისსა და გონიოში 6.5 მილიარდიან პროექტს განახორციელებს და 30 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. 

კომენტარები