ეკონომიკური ზრდა

საქართველოს ეკონომიკის თვრამეტი უმსხვილესი სექტორი 2016 წლის პირველ კვარტალში

independent.co.uk

2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის ზომამ მიმდინარე ფასებში 7.35 მილიარდი ლარი შეადგინა, ეკონომიკის რეალური ზრდა კი 2.6% იყო, რაც წინა წელს არსებულ 3.3%-იან ზრდის ტემპზე ნაკლებია. საქსტატი ეკონომიკის სექტორების ზომის მიხედვით აქვეყნებს სტატისტიკას, საიდანაც ირკვევა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში წამყვანი ადგილი ვაჭრობას უჭირავს. ვაჭრობაში წლის პირველ კვარტალში ერთი მილიარდი ლარი გენერირდა, შემდეგ ადგილებს სოფლის მეურნეობა და დამამუშავებელი მრეწველობა ინაწილებენ.

ეკონომიკის უმსხვილესი თვრამეტი სექტორის სტატისტიკა 2016 წლის პირველი კვარტლის მიხედვით:

  1. ვაჭრობა - 1.02 მილიარდი ლარი
  2. სოფლის მეურნეობა - 620 მილიონი ლარი
  3. დამამუშავებელი მრეწველობა - 589 მილიონი ლარი
  4. ტრანსპორტი - 571 მილიონი ლარი
  5. სახელმწიფო მმართველობა - 564 მილიონი ლარი
  6. მშენებლობა - 498 მილიონი ლარი
  7. ჯანდაცვა - 398 მილიონი ლარი
  8. ოპერაციები უძრავი ქონებით - 383 მილიონი ლარი
  9. განათლება - 328 მილიონი ლარი
  10. საფინანსო საქმიანობა - 309 მილიონი ლარი
  11. კომუნალური და პერსონალური მომსახურება - 286 მილიონი ლარი
  12. საცხოვრებელი სახლების რენტა - 228 მილიონი ლარი
  13. ელექტროენერგიის, გაზის, წყლის წარმოება და განაწილება - 216 მილიონი ლარი
  14. სასტუმროები და რესტორნები - 175 მილიონი ლარი
  15. კავშირგაბმულობა - 170 მილიონი ლარი
  16. შინამეურნეობებში პროდუქციის გადამუშავება - 131 მილიონი ლარი
  17. სამთომომპოვებელი მრეწველობა - 74 მილიონი ლარი
  18. შინამეურნეობათა საქმიანობა - 8.9 მილიონი ლარი

კომენტარები