საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს რეალური შიდა პროდუქტი წინა წელთან შედარებით, 9.4%-ით გაიზარდა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წელს 3.8 პროცენტით განისაზღვრა.
2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში, 91 891.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 13.6%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საქსტატის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა:
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 15.2%; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 9.9%;
- დამამუშავებელი მრეწველობა - 9.3%;
- მშენებლობა - 8.4 %;
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 7%;
- ინფორმაციისა და კომუნიკაცია - 6.4%;
- სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა - 6.2%; ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.9%;
- განათლება - 5.7%;
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 5.2%.

2024 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 24.3%;
- განათლება - 29.1%;
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 17.9%;
- მშენებლობა - 14.2%;
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 6.7%;
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 14.9%;
კლება აღინიშნა დარგში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - -8.3%.
ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა მიმდინარე ფასებში:

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ასევე აქვეყნებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2024 წლის IV კვარტლის წინასწარ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 8.3%-ით გაიზარდა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის IV კვარტალში 4%-ით განისაზღვრა.
2024 წლის მეოთხე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 29.7%;
- განათლება - 36.2%; სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 19.9 პროცენტი;
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 23.6%;
- ხელოვნება, გართობა და დასვენება - 14.9%;
- მშენებლობა - 7.4%;
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 9.4%;
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში:
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - -2.3%; საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - -0.2%.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა:
ვაჭრობა - 15.5%;
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 9.6%;
მშენებლობა - 9.4%;
დამამუშავებელი მრეწველობა - 9%;
სახელმწიფო მმართველობა - 7.1%;
ინფორმაცია და კომუნიკაცია - 6.7%; განათლება - 6.2%;
ტრანსპორტი და დასაწყობება - 6%;
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 5.2%.

საქსტატის განცხადებით, დაზუსტებული მონაცემები 2025 წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნდება.




![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)
