ეკონომიკური ზრდა

დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა – საქსტატი

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამასხურის დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 93 022.3 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 15%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2024 წელს, წინა წელთან შედარებით 9.7% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წელს 4.9%-ით განისაზღვრა.

მშპ-ს დარგობრივი სტრუქტურა:

  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 15.4%
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 9.8%.
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 9.7%
  • მშენებლობა - 8.5%
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 6.8%
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 6.4%
  • სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა - 6.3%
  • ტრანსპორტი და დასაწყობება - 6.3%
  • განათლება - 5.6%

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 9 241.5 დოლარი იყო. 

მარტში გამოქვეყნებული საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ეკონომიკის ზრდა 9.4% იყო.

კომენტარები