თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პრემიერი სტუდენტებს: მოგვეცით საშუალება, გავატაროთ ცვლილებები, რომლებსაც ითხოვთ

მე თავიდან ბოლომდე საქმის კურსში ვარ მიმდინარე პროცესების შესახებ. რამდენიმე დღეა, აბსოლუტურად ყოველწუთიერ ინფორმაციას ვიღებ. ორჯერ გავაკეთე განცხადება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრი და სტუდენტების აზრი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული იმ რეფორმებში, რომელიც არის შემადგენელი ნაწილი ჩვენი მთავრობის ახალი ოთხპუნქტიანი რეფორმების. როგორც უნივერსიტეტი, ისე უმაღლესი განათლების სისტემა საჭიროებს ფუნდამენტურ რეფორმებს. მე ვიზიარებ, ერთის მხრივ, სტუდენტების პროტესტს ამის თაობაზე, მაგრამ მეორეს მხრივ, არ შეიძლება სიტუაციის ესკალაციით და ასეთ დაძაბულ რეჟიმში რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. მე მინდა, კიდევ ერთხელ არა მოვუწოდო, არამედ ვთხოვო ჩვენს შვილებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომ მოგვცენ საშუალება - გავატაროთ ის ცვლილებები, რომლებსაც ისინი ითხოვენ და რომლებშიც მე აბსოლუტურად ვიზიარებ მათ სულისკვეთებას. უმაღლესი განათლება საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებებს, ამისთვის ჩვენ მზად ვართ, უბრალოდ ამას სჭირდება დრო და ამას ჩვენ გავაკეთებთ.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თსუ-ში მიმდინარე პროცესებზე.

კომენტარები