თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წულუკიანი: მჯერა, რომ თსუ-ს სტუდენტები და რექტორი მალე იპოვნიან გამოსავალს

მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ სტუდენტმა გამოხატოს თავისი აზრი და გამოხატოს ხმამაღლა. მთავარია, რომ ეს აზრი არის მოსმენილი თავად რექტორის მიერ. სწორედ ესეც არის ხოლმე, განსაკუთრებით ამ ასაკში პროტესტის გამოხატვის მიზანი, რომ მოუსმინონ მათ, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ეს უფრო მეტად ჯანსაღი პროცესია, ვიდრე სხვა რამ. მე მჯერა, რომ სტუდენტები და რექტორი, რომელიც პირადად, არ დაიზარებს და ხვდება ახალგაზრდა თაობას, ძალიან მალე იპოვნიან შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე.

კომენტარები