პროცესები მაესტროში

რატიანი: არჩევნების წინ ივანიშვილი კვლავ ცდილობს მედიის დაქვემდებარებას

როდესაც იმედის მმართველი ფულს იხდის იმაში, რომ კონკურენტ ტელევიზიაში შეიცვალოს აქციონერთა შორის წონასწორობა და შეიცვალოს მენეჯმენტი, გარდა ამისა, როდესაც დემონსტრაციულად ერთ-ერთი აქციონერი, რომელიც იბარებს არხის მართვას, ხვდება დემონსტრაციულად პრემიერმინიტრს - ეს არის საკმარისზე მეტი არგუმენტი იმისათვის, რომ ვთქვათ, რომ აქ პოლიტიკური პროცესებია. არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება კვლავ ცდილობენ დაიქვემდებარონ მედია. ეს არის აპრობირებული, მე ვიტყოდი გამოცდილი მეთოდი რუსეთში, ეს სცენარი არის დაახლოებით იგივე, როგორიც იყო რუსთავი 2-თან მიმართებით, როდესაც საზოგადოებას უნდა წარმოუდგინონ, თითქოს ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა. ცალსახაა, რომ აქ იკვეთება მმართველი ძალის ინტერესი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგო რატიანი მაესტროში მიმდინარე პროცესების შესახებ.

კომენტარები