პროცესები მაესტროში

ქუცნაშვილი: პრემიერთან ორ დღეში ერთხელ შეხვედრის პრობლემა დეპუტატებს გვაქვს

რაც შეეხება [გია გაჩეჩილაძის] იმ განცხადებას, რომ "ჩვენ ვმეგობრობთ თუ ვძმაკაცობთ პრემიერმინისტრთან", ნუ, ამ სფეროს ხალხს ახასიათებს ასეთი ტიპის გამონათქვამები. რა თქმა უნდა, ეს გამონათქვამი არ იყო სასიამოვნო მოსასმენი, რომ "ორ დღეში ერთხელ ვხვდები პრემიერს" იმიტომ, რომ პარლამენტის წევრებს აქვს პრობლემა პრემიერთან ორ დღეში ერთხელ შეხვედრის. ეს სასიამოვნო მოსასმენი არ იყო. თუმცა ეს თავიდან ბოლომდე ჯდება გამოხატვის თავისუფლების სფეროში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მაესტროში მიმდინარე პროცესებზე. ცნობისთვის, ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ თქვა, რომ "პრემიერმინისტრი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ორ დღეში ერთხელ ვხვდები".

კომენტარები