პროცესები მაესტროში

კელი: მაესტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ვითხოვეთ, ვითარებას ვაკვირდებით

ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოში დემოკრატიის წარმატება. საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი წელიწადია, რადგან შემოდგომაზე არჩევნები ტარდება. ჩვენი პრიორიტეტია, რომ პოლიტიკური სცენის ყველა მოთამაშის ხმას უსმენდეს მოსახლეობა, რაშიც მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საელჩო დაინტერესებულია იმ მოვლენებით, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს მედიაგარემოს. ამიტომ ვითხოვეთ შეხვედრა მაესტროს ხელმძღვანელობასთან. ამ ეტაპზე ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას. მოხარულები ვართ, რომ გარკვეულ მოთამაშეებთან გვქონდა შეხვედრა. მომავალში გვსურს, ვიხილოთ, რომ სრულად იყოს უზრუნველყოფილი ის, რასაც თანაბარ სათამაშო ველს ვუწოდებთ.

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი მაესტროში მიმდინარე პროცესებზე.

კომენტარები