პროცესები მაესტროში

GNCC: ვერ ვხედავთ საფუძველს, რომ მაესტროს საკითხის შესწავლა დავიწყოთ

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მარეგულირებელ კომისიას აქვს სრული ინფორმაცია ყველა მაუწყებლის დამფუძნებლების და თანამდებობის პირების შესახებ. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, არც იმედში და არც სტუდია მაესტროში ირაკლი რუხაძე არ ფიქსირდება არც როგორც წილის მფლობელად და არც როგორც თანამდებობის პირად. შესაბამისად, ამ ეტაპზე კომისია ვერ ხედავს საფუძველს, რომ აღნიშნული საკითხის შესწავლა დაიწყოს.

ხატია ყურაშვილი, კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მაესტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

კომენტარები