პროცესები მაესტროში

ბესელია გაჩეჩილაძეზე: საჯარო სივრცეში ყველას ეყოლება ახლობელი ხელისუფლებაში

საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და ვერ მონახავთ პოლიტიკაში ან საჯარო სივრცეში ადამიანს, რომელსაც არ ჰყავდეს ნაცნობი, ახლობელი და დაახლოებული პირი ხელისუფლებაში. ასე რომ თუ ვინმეს იცნობს, ამის მიხედვით ინტერესების გამოკვეთა არ არის სერიოზული მიდგომა და ხელისუფლება ამ პროცესში ვერც ჩაერევა. ეს არის მესაკუთრეებს შორის დაწყებული დავა. ჩვენ ვისურვებთ, რომ მაესტრო დარჩეს სატელევიზიო სივრცეში, ეს არის ძალიან ღირებული ტელევიზია ყველა ჩვენგანისთვის და გვინდა, რომ ეს ტელევიზია იყოს დამოუკიდებელი. მე პრემიერის დღის წესრიგი არ ვიცი და ამიტომ, ვის როდის შეხვდება მე ამაზე ვერ გიპასუხებთ და არც იქ შეხვედრის მიხედვით არ უნდა გამოვიტანოთ ვერდიქტი, რომ ამიტომ არის დაკავშირებული პროცესი რაიმე ინტერესთან. ბევრი რამ შეიძლება ხდებოდეს სრულიად შემთხვევით და ეს არ არის საკმარისი არგუმენტი იმისა, რომ ასეთი დასკვნები გავაკეთოთ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ტელეკომპანია მაესტროში მიმდინარე პროცესებზე. ცნობისთვის, ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ თქვა, რომ "პრემიერმინისტრი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ორ დღეში ერთხელ ვხვდები".

კომენტარები