პროცესები მაესტროში

გადაბაძე: ჩემი თანამდებობიდან მოხსნა არის პოლიტიკურად მოტივირებული

ჩემი თანამდებობიდან მოხსნის გადაწყვეტილებას ვაფასებ შემდეგნაირად - ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული, მე არ მჯერა იმის, რომ ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს უნდა მაესტროს აღორძინება. მივიღე შეთავაზება გია და ლევან გაჩეჩილაძეებისგან, დავრჩენილიყავი ამ არხზე, მაგრამ თუ მე არ მექნა ბერკეტი, რომ გავაკონტროლო სარედაქციო პოლიტიკა, მაშინ ჩემს აქ დარჩენას ყველანაირი აზრი ეკარგება. მე ახლა მივმართავ იმ უკიდურეს ზომას, რომლის მიმართვაც არ მინდოდა, მე ახლა, ვიფიცები, მივდივარ საჯარო რეესტრში, რომ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, იმიტომ, რომ ლევან გაჩეჩილაძემ დააყენა საკითხი, რომ მას სურს მაესტროს დირექტორობა და მე ახლა მივმართავ იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრს, არ დააფიქსირონ ეს გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ ამით საფრთხის ქვეშ დადგება ამ ტელეკომპანიის სამომავლო ბედი. მე მივმართავ, სამწუხაროდ, უკიდურეს ზომებს. ყველაფერი ვქენი ამისათვის, მივმართე პრემიერმინისტრს, არავინ არ გამომეხმაურა, არავინ არ დაინტერესებულა იმით, თუ რას ვამბობდი. ხოლო რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, სამწუხაროდ, პირდაპირ ეთერში მოუწევს ამის გაგება პარტნიორთა კრებას, იმიტომ, რომ მათ არ მომცეს საშუალება ეს მეთქვა მათთვის. არ ვიცი, გია გაჩეჩილაძეს აქვს თუ არა პოლიტიკური მხარდაჭერა. მე მაქვს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვარაუდი, ნუ ცდილობთ პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები გამაკეთებინოთ. მე ვიცი, რომ არ არსებობს ქველმოქმედება ტელევიზიაში, ეს ვიცი 100%-ით და არ მჯერა ამის.

ტელეკომპანია მაესტროს ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე მისი თანამდებობიდან მოხსნასთან დაკავშირებით.

კომენტარები