პროცესები მაესტროში

მაესტროს დირექტორის თანამდებობიდან ბაია გადაბაძე მოხსნეს

ტელეკომპანია მაესტროს დირექტორის თანამდებობიდან ბაია გადაბაძე მოხსნილია. ამის შესახებ მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ ისაუბრა. გადაბაძეს პოსტზე ლევან გაჩეჩილაძე შეცვლის.

როგორც გვენეტაძემ თქვა, პარტნიორთა კრებაზე, რომელიც ტელეკომპანიაში მიმდინარეობს, 55%-ის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ბაია გადაბაძე მიღებულ გადაწყვეტილებას. კრებაზე გამოცხადებული შესვენების დროს დარბაზი უკომენტაროდ დატოვეს გაჩეჩილაძეებმა და თავად ბაია გადაბაძემ.

კომენტარები