პროცესები მაესტროში

წულუკიანი: ვისურვებდი, რომ მაესტრო დარჩეს ჩვენთან

რაც შეეხება მაესტროს და ნებისმიერ სხვა მედიასაშუალებას - მთავრობის და პირადად ჩემი პოზიცია არის ის, რაც მანამდე იყო, ჩვენ შორს ვდგავართ ამ პროცესებისგან, ხოლო შიდაპროცედურული თუ სხვა არსებითი საკითხები, არ მინდა, პრობლემები დავარქვა, სხვადასხვა პარტნიორებმა და მეწილეებმა კანონით დადგენილი წესით, ერთმანეთში უნდა გადაწყვიტონ. მე მინდა, ვისურვო ის, რაც რუსთავი 2-ის შემთხვევაში ვისურვე, მაესტრო დარჩეს ჩვენთან, ფუნქციონიორებდეს და საქართველოს ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი მედიასაშუალება, რომელიც საზოგადოებას დამოუკიდებელ ინფორმაციას მიაწვდის.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია მაესტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

კომენტარები