ტერორიზმი

ე.წ. ისლამური სახელმწიფო თავდასხმებით ნიუ იორკსაც ემუქრება

www.frontpagemag.com

ე.წ. ისლამური სახელმწიფო ამჯერად ტერაქტებით ნიუ იორკს ემუქრება. ვიდეომიმართვა ტერორისტულმა დაჯგუფებამ გუშინ ღამით გაავრცელა.

ვიდეოში მამაკაცები არაბულად და ფრანგულად საუბრობენ და პარიზზე თავდასხმებს აღნიშნავენ. დაჯგუფების ერთ-ერთი მებრძოლი ამბობს, რომ ტერაქტები პარიზში "მხოლოდ დასაწყისია". ვიდეოში ჩანს ნიუ იორკის თაიმს სქვერის კადრებიც, რაზე თავდასხმასაც ე.წ. ისლამური სახელმწიფო გეგმავს.

13 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერაქტებს სულ მცირე 129 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. გუშინ ტერაქტების ორგანიზატორის დასაკავებლად პარიზის ჩრდილოეთში სპეცოპერაცია ჩატარდა. თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, აბდელჰამიდ აბააუდი არ დაუკავებიათ.

კომენტარები