ისრაელი-ლიბანი

Reuters: ისრაელი და ჰეზბოლა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

გამოცემა Reuters აშშ-ს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელი და ჰეზბოლა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

როგორც გამოცემა წერს, საბრძოლო მოქმედებების ესკალაციამ საფრთხე შეუქმნა ირანში ომის დასრულების შესახებ დროებითი შეთანხმების ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო შეთანხმებად გადაქცევის შანსებს.

ლიბანში საბრძოლო მოქმედებების გამწვავების გამო, შვეიცარიაში 19 ივნისს დაგეგმილი აშშ-ირანის მოლაპარაკებები გაუქმდა, რამაც ახალი გაურკვევლობა შექმნა მოლაპარაკებების ვადებთან დაკავშირებით, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის.

აშშ-ს მაღალჩინოსანმა ლიბანის დროით 16:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში მაშინ შევა.

 

კომენტარები