ტერორიზმი

ბაღდადში ტერაქტის შედეგად, სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა

AFP

ბაღდადში მთავრობის მომხრე შიიტი მებრძოლის დაკრძალვაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ამ დროისათვის დაღუპულია, სულ მცირე, 18 ადამიანი, 41 კი მძიმედ არის დაშავებული.

ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

აღსანიშნავია, რომ ერაყის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილს ე.წ. ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს და სწორედ მათ სახელს უკავშირდება ერაყის დედაქალაქში ბოლო დროს მომხდარი არაერთი აფეთქება.

ჯარისკაცი, რომლის დაკრძალვაც მიმდინარეობდა, შიიტური დაჯგუფების Hashid Shaabi-ს წევრი იყო. Hashid Shaabi სახალხო დაჯგუფებაა, რომელსაც ერაყის მთავრობა აკონტროლებს. ისინი აქტიურად ებრძვიან „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილ რადიკალურ სუნიტურ დაჯგუფებას.

შეგახსენებთ, რომ ერაყში შიიტების და სუნიტების დაპირისპირება უკვე წლებია, მიმდინარეობს.

კომენტარები