მატარებლების შეჯახება

ლონდონის მახლობლად 2 სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

ლონდონის მახლობლად, ბედფორდში, 2 სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი მატარებლის მემანქანე დაიღუპა - 89 ადამიანი კი დაშავდა.

დაშავებულებს შორის არიან როგორც მგზავრები, ასევე მატარებლის ეკიპაჟის წევრები - სასწრაფო დახმარების ცენტრის ცნობით, დაშავებულებიდან 11 ადამიანს "ძალიან მძიმე და სერიოზული დაზიანებები აღენიშნება". 

BBC-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მგზავრი ამბობს, რომ შეჯახების დროს ერთ-ერთი მატარებელი გაჩერებული იყო. 

ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გამოძიება მიმდინარეობს. 

კომენტარები