ახლო აღმოსავლეთი

პენტაგონი: ალ-კაიდას ლიდერი სანაფი ალ-ნასრი ლიკვიდირებულია

ალ-ქაიდა
ndtv

ჩრდილოეთ სირიაში აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად ალ-კაიდას ლიდერი სანაფი ალ-ნასრი მოკლეს. ამის შესახებ პენტაგონის განცხადებაშია ნათქვამი.

პენტაგონის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანაფი ალ-ნასრი საუდის არაბეთის მოქალაქე, სირიაში ალ-კაიდას ვეტერანი ჯიჰადისტების, ხორასანის დაჯგუფების ყველაზე მაღალრეიტინგული წევრი იყო. 

ბოლო ოთხის თვის განმავლობაში, ნასრის გარდა, ლიკვიდირებულია ხორასანის ჯგუფის ოთხი ლიდერი.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ეშტონ კარტერის თქმით, აშშ არ შეწყვეტს თავის მისიას, გაანადგუროს ალ-კაიდა და მისი ნაშთები.

„ისინი, ვინც აპირებენ ჩვენთვის ზიანის მოყენებას, არ არიან მიუწვდომელნი", - თქვა კარტერმა.

კომენტარები